- 297
- 0
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ბიბლიოთეკამ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, უმასპინძლა ღონისძიებას “წიგნის საჯაროდ კითხვა IBSU-ში”. ღონისძიების სტუმარი იყო ნანა აბულაძე, IBSU-ს კურსდამთავრებული; საბა 2021-ის გამარჯვებული წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის კატეგორიაში. ნანას სადებიუტო რომანი „აკუმი“ 2020 წელს გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“. ავტორმა ისაუბრა თავისი რომანის შეხებ, ინსპირაციის წყაროებზე და ლიტერატურული კრიტიკოსების გამოხმაურებაზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა დავით ასანიძემ, მარიამ ანჯაფარიძემ და პატრიცია ნადერ ფარუკიმ მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურის პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ეხებოდა ახალ პროექტს „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ პოსტერი, ლოგო და ვიდეო, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა პროექტის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო, ამის შესახებ პუბლიკაცია იხ.https://www.interpressnews.ge/ka/article/693683-shavi-zgvis-saertashoriso-universitetis-qovelcliur-saskolo-olimpiadaze-registracia-daico – ზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს. სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა
IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანმა პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო, ამის შესახებ პუბლიკაცია იხ. interpressnews.ge -ზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამამ, რომელიც ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა საქართველოში, ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში. “აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე ვიმუშავეთ პროგრამაში ჩართულ ლექტორ-მასწავლებლებთან