- 09/07/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები
- 2895
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შიდა მობილობისა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის ვადები განისაზღვრა. შიდა მობილობის ვადები 2025 წლის 21 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით – სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურის მიერ შიდა მობილობის წესით სკოლის/პროგრამის შეცვლის მსურველთა განცხადების რეგისტრაცია; 2025 წლის 25 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით – სკოლების მიერ კრედიტების აღიარება; 1 სექტემბრიდან

გაიცანით ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თათია ბერიძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი “აბიტურიენტობისას მინდოდა შემერჩია ისეთი უნივერსიტეტი და პროგრამა, რომელიც არამხოლოდ ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას მომცემდა, არამედ უზრუნველყოფდა ფართო და მრავალმხრივ განათლებას. დღეს უკვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ვარ და პირველი კურსის დასასრულს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ IBSU-ში ჩაბარება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაში “ტურიზმი და განათლება”, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ (ღონისძიების მხარდამჭერი: პროფესიული უნარების სააგენტო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, GIZ). ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში ადამიანური რესურსის განვითარებისათვის, კონფერენციამ ერთ პლატფორმად გააერთიანა სამი მიმართულება: კერძო სექტორი (ტურიზმი),

ჩინეთის სიას უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ახალგაზრდულ ბანაკში. პერიოდი: 26 ოქტომბერი – 2 ნოემბერი აპლიკაციის გაგზავნის პოლო ვადა: 25.07.2025 ბანაკი მოიცავს ლიდერობის თემებს, კულტურულ აქტივობებს, ლექციებს ჩინეთის ისტორიაზე, ენასა და სოციალურ-ეკონომიკურ დინამიკაზე, კონტაქტების დამყარებას და სხვ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის, აფილირებული პროფესორის ეკა დევიძის, ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის და მოწვეული ლექტორის ნინო დევიძის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო: “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia.” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ტურისტული კომპანიის “აღმოაჩინე საქართველო” დამფუძნებელი და თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის საგანმანათლებლო

IBSU-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი და უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი, ეკატერინე არჩვაძე კოზმინსკის უნივერსიტეტში 2025 წლის პერსონალის საერთაშორისო კვირეულს დაესწრო. ღონისძიება, რომელიც ერაზმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა ევროპული უნივერსიტეტებისა და მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობის გაძლიერებას. ორმოცდასამი წარმომადგენელი სამოცი ქვეყნიდან მონაწილეობდა შეხვედრებში, სემინარებში, სადისკუსიო სესიებსა და კულტურულ ღონისძიებებში, რომლებიც მიზნად ისახავდა იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ინტერნაციონალიზაციის, სტუდენტთა გაცვლისა
