- 141
- 0
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორი გუნდი გადავიდა. ნახევარფინალი 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდება. „დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის სოფლიო ჩემპიონატი და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი ამოცანების განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და წარმატების მიღწევა ყოველთვის ძალიან ძნელია. გამარჯვებისათვის საჭიროა როგორც ალგორითმიზაციის მეთოდების, ასევე დაპროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და ამ ცოდნას ჩვენი მონაწილე სტუდენტები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიხსნა ზამთრის სკოლა – „სამართალი ფილმებში“. „სამართალი ფილმებში“ არის 8 სესიისგან შემდგარი სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მონაწილეები (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და აბიტურიენტები) გაეცნობიან სამართლებრივი საკითხების შემცველ ფილმებს, მათი ანალიზის საფუძველზე გაიმართება დისკუსია-დებატები. კურსის მიზანია კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ანალიზით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს. სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, დოქტორმა თამარ შიოშვილმა ელჩს გააცნო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 20-წლიანი თანამშრომლობის ისტორია და IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა. ამერიკისმცოდნეობის პროგრამა, ერთადერთი ინგლისურენოვანი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდიოში ჩატარდა ვორქშოფი – „ვიზუალური წარმოდგენა“. ვორქშოფი არქიტექტურის პროგრამის პროექტის, „პირველი ნაბიჯები არქიტექტურაში“ გახსნითი ღონისძიება იყო. ვორქშოფი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში განიხილეს იდეების ვიზუალურად წარმოჩენის მნიშვნელობა და ხატვის საფუძვლები, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში სტუდენტებმა თავად შექმნეს ჩანახატები. ვორქშოფს ჩაატარა ხელოვენბის ისტორიის დოქტორმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის
IBSU-ს ბიზნესისა და ტექნოლიგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე ,,Covid-19: გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის. “ ლექცია ჩაატარა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა, პროფესორმა ონისე ალფენიძემ, რომელიც არია მკვლევარი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი. სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც პანდემიურმა პერიოდმა ბიზნესს შეუქმნა. ასევე, საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებეს, რომლებიც
IBSU-ს რექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები დღეს სკოლა “კანდიდის” XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და IBSU საგანმანათლებლო პროგრამები, უნივერსიტეტში მოქმედი საგრანტო სისტემა და სხვა ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრა “კანდიდსა” და IBSU-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. “კანდიდი”-ს მოსწავლეები IBSU-ში 35%-იანი შიდა გრანტით სარგებლობენ.