- 16/12/2021
- By PR
- In სამეცნიერო სიახლეები, სიახლეები
- 255
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ სასერტიფიკაციო კურსი „Leaders of Learning“ წარმატებით დაასრულეს. სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ეკატერინე ფიფიას, ნიკოლოზ ფარჯანაძის და ასოცირებული პროფესორის მაია ჩქოტუას კურსში მონაწილეობა IBSU-მ დააფინანსა. 10-კვირიანი კურსის დროს განხილულ საკითხებს შორის იყო სწავლის თეორიის განსაზღვრა, ლიდერობა სხვადასხვა სასწავლო გარემოში, როგორ აისახება სწავლის თეორიაზე ორგანიზაციის სტრუქტურა, ფიზიკური
IBSU სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ჰიბრიდული ვორქშოფი თემაზე “ცოდნის მართვის ელექტრონული ტენდენციები და საერთაშორისო ბაზების გამოყენება კვლევის პროცესში” სპიკერი: ხატია ბუტიკაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი შეხვედრაზე განხილული თემები: ბიბლიოთეკის კოლექციის აღმოჩენა და მართვა; იმპაქტ ფაქტორი და მისი გავლენა სამეცნიერო სფეროზე; საერთაშორისო ბაზების შესაძლებლობები და ინსტრუმენტები. შეხვედრას სტუდენტების ნაწილი საკონფერენციო დარბაზში, ნაწილი კი ონლაინ
3 აკრედიტებული და 3 აკრედიტაციის პროცესში – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განახლებული პროგრამებითა და გეგმებით, ამის შესახებ პუბლიკაცია იხ. edu.aris.ge
დასრულდა 2021 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული. მიმდინარე წელს კვირეულში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 14 უნივერსიტეტი, რომელთა ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება. კვირეულის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ორი საჯარო ლექცია თემებზე: შრომის პირობების დაცვა და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და სოციალური მედია და სიტყვის თავისუფლება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ მიზნით IBSU-ს რექტორი და ადმინისტრაციული პერსონალის წარომადგენლები ეწვივნენ საქართველოს თავდაცვის აკადემიას. ვიზიტის ფარგლებში დაწესებულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ,,აკადემიის ტურის“ ფარგლებში სტუმრებს აკადემიის საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და სამხედრო სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.