- 266
- 0
2021 წლის 9 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ვირტუალურ სპიკერ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორმა – პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა, ასოცირებულმა პროფესორებმა: თეა ჭუმბურძემ, ნინო გამსახურდიამ და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა. ღონისძიება გახსნა და
IBSU-სა და იურიდულ ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“- ს მმართველმა პარტნიორმა, დოქტ. სიმონ ტაკაშვილმა მოაწერეს. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას, რაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ სასწავლო
IBSU-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ასოცირების ხელშეკრულება“. ლექცია ჩაატარა სამართლის დოქტორმა, ეკატერინე ქარდავამ, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პირობებზე, დირექტივებსა და რეგლამენტებზე. ასევე განიხილა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის მიერთების გამოწვევები ეკატერინე ქარდავა არის ჟან მონეს პროფესორი, სამართლებრივი აპროქსიმაციის საერთაშორისო ექსპერტი (მოლდოვა), ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარე.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით მოწვეულმა ლექტორმა, დოქტორმა იოლანტა ტკაჩიკიმ ონლაინ ლექცია ჩაატარა თემაზე „მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტი“. ლექციაზე სპიკერმა სტუდენტებს გააცნო მომხმარებლის ქცევის მენეჯმენტის იდეა, რაც მოიცავს პერსონაჟის შექმნსა და მომხმარებელთა სამოგზაურო რუკის პრაქტიკულად ჩვენებას, ასევე განიხილა მომხმარებელთა გამოცდილების ყველაზე ხშირად გამოყენებული საზომები (NPS, CES, CSAT). სპიკერის შესახებ: იოლანტა ტკაჩიკი, ეკონომიკის დოქტორის, მენეჯმენტის სპეციალიზაციით (2007);
IBSU სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, 10 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება ჰიბრიდული ვორქშოფი თემაზე “ცოდნის მართვის ელექტრონული ტენდენციები და საერთაშორისო ბაზების გამოყენება კვლევის პროცესში.” სპიკერი: ხატია ბუტიკაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. შეხვედრის ლინკი ( https://meet.google.com/fws-jjxv-ont?authuser=0 ) ხელმისაწვდომი იქნება სამართლის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ხოლო ადგილზე დასწრებას შეძლებენ მწვანე პასპორტის მქონე სტუდენტები(მაქსიმუმ
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეები IBSU-ს ესტუმრნენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს IBSU პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ და კამპუსი დაათვალიერეს.