• „ევროკავშირის სამართალი და ასოცირების ხელშეკრულება“ – ონლაინ საჯარო ლექცია IBSU-ში

    IBSU-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ასოცირების ხელშეკრულება“. ლექცია ჩაატარა  სამართლის დოქტორმა, ეკატერინე ქარდავამ, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირთან  საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პირობებზე, დირექტივებსა და რეგლამენტებზე. ასევე განიხილა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის მიერთების გამოწვევები ეკატერინე ქარდავა არის ჟან მონეს პროფესორი, სამართლებრივი აპროქსიმაციის საერთაშორისო ექსპერტი (მოლდოვა), ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარე.

  • მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტის შესახებ IBSU-ში ონლაინ ლექცია ჩატარდა

    IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით მოწვეულმა ლექტორმა, დოქტორმა იოლანტა ტკაჩიკიმ ონლაინ ლექცია ჩაატარა თემაზე „მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტი“. ლექციაზე სპიკერმა სტუდენტებს გააცნო მომხმარებლის ქცევის მენეჯმენტის იდეა, რაც მოიცავს პერსონაჟის შექმნსა და მომხმარებელთა სამოგზაურო რუკის პრაქტიკულად ჩვენებას, ასევე განიხილა მომხმარებელთა გამოცდილების ყველაზე ხშირად გამოყენებული საზომები (NPS, CES, CSAT). სპიკერის შესახებ: იოლანტა ტკაჩიკი, ეკონომიკის დოქტორის, მენეჯმენტის სპეციალიზაციით (2007);

  • “ცოდნის მართვის ელექტრონული ტენდენციები და საერთაშორისო ბაზების გამოყენება კვლევის პროცესში” – ჰიბრიდული ვორქშოფი IBSU-ში

    IBSU სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, 10 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება ჰიბრიდული ვორქშოფი თემაზე “ცოდნის მართვის ელექტრონული ტენდენციები და საერთაშორისო ბაზების გამოყენება კვლევის პროცესში.” სპიკერი: ხატია ბუტიკაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. შეხვედრის ლინკი ( https://meet.google.com/fws-jjxv-ont?authuser=0 ) ხელმისაწვდომი იქნება სამართლის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ხოლო ადგილზე დასწრებას შეძლებენ მწვანე პასპორტის მქონე სტუდენტები(მაქსიმუმ

  • ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

    ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეები IBSU-ს ესტუმრნენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს IBSU პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ და კამპუსი დაათვალიერეს.

  • სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა. 18-19 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის კამპუსში X-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტში ჩაერთონ, დაესწრონ ტრენინგებს და გაიგონ  მეტი საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ. ტრენინგს გახსნის  სამოტივაციო სპიკერი და ქოუჩი კახი ლობჟანიძე, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ ჯგუფებში იმუშავებენ

  • IBSU-ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები”

    IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტ მედიაჩეკერის მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა გიორგი გოგუამ სტუდენტებთან განიხილა რამდენიმე დილემური სიტუაცია ე.წ. ქეისი. პრეცენდენტების განხილვის მთავარი ამოცანა ჟურნალისტის მიერ ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნა იყო, რასაც სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES