- 09/12/2021
- By PR
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 167
- 0
IBSU სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, 10 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება ჰიბრიდული ვორქშოფი თემაზე “ცოდნის მართვის ელექტრონული ტენდენციები და საერთაშორისო ბაზების გამოყენება კვლევის პროცესში.” სპიკერი: ხატია ბუტიკაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. შეხვედრის ლინკი ( https://meet.google.com/fws-jjxv-ont?authuser=0 ) ხელმისაწვდომი იქნება სამართლის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ხოლო ადგილზე დასწრებას შეძლებენ მწვანე პასპორტის მქონე სტუდენტები(მაქსიმუმ
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეები IBSU-ს ესტუმრნენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს IBSU პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ და კამპუსი დაათვალიერეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა. 18-19 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის კამპუსში X-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტში ჩაერთონ, დაესწრონ ტრენინგებს და გაიგონ მეტი საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ. ტრენინგს გახსნის სამოტივაციო სპიკერი და ქოუჩი კახი ლობჟანიძე, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ ჯგუფებში იმუშავებენ
IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტ მედიაჩეკერის მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა გიორგი გოგუამ სტუდენტებთან განიხილა რამდენიმე დილემური სიტუაცია ე.წ. ქეისი. პრეცენდენტების განხილვის მთავარი ამოცანა ჟურნალისტის მიერ ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნა იყო, რასაც სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით დათუაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ხელოვნურ ინტელექტში ჩაატარა. ლექციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა სასახლის წრეების მოსწავლეები. მსგავსი შეხვედრები აბიტურიენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის პროფესორებმა და სტუდენტებმა ურბანული ტოპოლოგიების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ურბანული ტოპოლოგიების ფორუმის მესამე ფაზა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1-4 დეკემბერს ჩატარდა. ფორუმის ორგანიზებაში IBSU-ს მხრიდან ჩართული იყვნენ არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი გიორგი წანაწყენიშვილი და IBSU-ს მოწვეული ლექტორი არქიტექტურის მაგისტრი, დოქტორანტი გიორგი გაბუნია. გიორგი წანაწყენიშვილი და