- 06/12/2021
- By PR
- In სამეცნიერო სიახლეები, სიახლეები
- 317
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის კრებული გამოსცა. კონფერენციაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, 20 ქვეყნის 107 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 11 სექცია მუშაობდა, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიები. აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ 14-15 ოქტომბერს ჩატარდა. კრებული იხილეთ აქ
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ამის შესახებ პუბლიკაცია 1tv.ge გამოქვეყნდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში მონაწილეობს, ამის შესახებ პუბლიკაცია interpressnews.ge-მ მოამზადა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში მონაწილეობს, ამის შესახებ პუბლიკაცია edu.aris.ge-მ მოამზადა.
IBSU-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „თეთრი საყელოს დანაშაული გერმანიაში“. ლექცია ჩაატარა ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის საპატიო სენატორმა და დოქტორმა მიხაელ ჰარცმა. ლექციას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას პირველი არხის სტრუქტურულ ერთეულებში. ასევე, დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების მიერ სტუდენტებისთვის მასტერკლასებისა და სემინარებს ჩატარება და სასწავლო-პრაქტიკულ პროექტებში