- 26/08/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები
- 8784
- 0
პირველკურსელთა საყურადღებოდ! შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა საბუთების მიღება: 2-3 სექტემბერი | 10:00 – 17:00 საათი (შესვენება 13:00-14:00 სთ) 4-5 სექტემბერს გაიმართება საორიენტაციო შეხვედრები: 4 სექტემბერი | 10:00 – სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა 4 სექტემბერი | 14:00 – ბიზნესის სკოლა 4 სექტემბერი | 12:00 – მედიცინის სკოლა 5 სექტემბერი | 10:00 – კომპიუტერული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ქვემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ბადენში მდებარე უნივერსიტეტი ორიენტირებულია მასწავლებელთა განათლების, პროფესიული განვითარებისა და საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებებით. უნივერსიტეტი მოიცავს სხვადასხვა დეპარტამენტს, მათ შორის დაწყებითი განათლების, საშუალო განათლების, სპეციალური საჭიროებების განათლებისა და საგანმანათლებლო მეცნიერებების მიმართულებებს. სასწავლო პროგრამები ფარავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ინკლუზიური განათლება, ციფრული სწავლება, საგანმანათლებლო ლიდერობა, ადრეული ასაკის განათლება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განათლების ადმინისტრირების ინგლისურენოვანმა და ქართულენოვანმა სამაგისტრო პროგრამებმა, განათლების მეცნიერების ინგლისურენოვანმა სადოქტორო პროგრამამ და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანმა ინგლისურენოვანმა პროგრამამ სრული აკრედიტაცია მიიღო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა ნორდჰაუზენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან. გერმანიაში მდებარე უნივერსიტეტი მოიცავს ინჟინერიის, სოციალური მეცნიერებებისა და ბიზნესის ფაკულტეტებს და სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მენეჯმენტის, გამოყენებითი კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინდუსტრიული ინჟინერიის მიმართულებებით.
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა “ZERO Knowledge Engineers” მონაწილეობა მიიღო რობოტების შერკინების კონკურსში Robo Battle 2025, რომელიც ჩატარდა საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით. კონკურსის ფარგლებში დამზადდა 5 კილოგრამამდე წონის მძლავრი რობოტი, რომელმაც რამდენიმე შერკინებაში მონაწილეობა მიიღო. კონკურსში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები 15 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და ასევე, სკოლის მოსწავლეები – 1,5