- 403
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, StrategEast-თან თანამშრომლობით, Oracle Academy-ის პროგრამებს იწყებს, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ტექნოლოგიური განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლება, შესაბამისი უნარების განვითარება და Oracle Academy-ის რესურსების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება, სტუდენტებს წარმატებული ტექ-კარიერის შექმნაში დაეხმარება, რაც მათ კონკურენტულს გახდის სამუშაო ბაზარზე. ასევე, პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნება სრულყოფილი კურიკულუმი Oracle-ის ძირითადი ტექნოლოგიების შესახებ, მათ შორის არის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, 28 ივნისს ჩატარებული მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენციის ღონისძიებების ფარგლებში, გამოსცა კონფერენციის აბსტრაქტების კრებული. კრებული იხილეთ აქ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენციის კრებული გამოსცა. კონფერენციაში მონაწილეობდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 200-მდე სტუდენტი, როგორც IBSU-ს, ისე 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია 28 ივნისს ჩატარდა. კრებული იხილეთ აქ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ სამეცნიერო ჟურნალის 2024 წლის დეკემბრის ნომერი გამოსცა. ჟურნალი სანახავად გახსენით ბმული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მორიგი სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო. IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ უნივერსიტეტის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ IBSU გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. IBSU პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელსაც 29-წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო ბაზარზე. IBSU სტუდენტებს სთავაზობს 50-მდე აკრედიტებულ ინგლისურენოვან და ქართულენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ოთხწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება. არქიტექტურის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი