- 11/11/2021
- By PR
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 163
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანელ პროფესორებს მასპინძლობს, ამის შესახებ პუბლიკაცია edu.aris.ge-მ მოამზადა. http://shorturl.at/uBKV4
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანელ პროფესორებს მასპინძლობს. ცვიკაუს (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორები ქრისტიან ბრაუვეილერი და სვენ ჰელბახი იბსუ-ს რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ერთობრლივი პროექტები რომელიც უნივერსიტეტებს შორის უკვე განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება. გერმანელი სტუმრები კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციასაც ჩაატარებენ თემებზე: რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი და გამოწვევები კომუნიკაციაში. სპიკერების შესახებ: დოქ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამის სტუდენტებისთვის 18 ნოემბერს, 15:00 საათზე მასტერკლასს ჩაატარებს ასოცირებული პროფესორი ირაკლი ხვთისიაშვილი. მასტერკლასის თემაა ფსიქოლოგია მარკეტინგში. სამუშაო ენა: ქართული. მასტერკლასი ჩატარდება უნივერსიტეტში, მცირე საკონფერენციო დარბაზში, A101. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. სარეგისტრაციო ბმული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სამართლის სამეცნიერო კონფერენცია ფილოსოფიაში. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი. კონფერენციის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო ნამუშევარი კი გამოქვეყნდება თანამედროვე სამართლის ჟურნალის შემდეგ ნომერში, რომელიც ფაკულტეტის მიერ მზადდება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო, ივანე ჯავახიშილის თბილისის სახელმწიფო, კავკასიის, თავისუფალი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტების სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები.