• მობილობა იბსუ-ში დაიწყო

    შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ! იწყება 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე დაარეგისტრირა ვაკანტური ადგილები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე. მობილობის ეტაპები შემდეგია: 2021 წლის 16 აგვისტოდან – 2021 წლის 30აგვისტოს 18.00 საათამდე.- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და

  • #აიცერი – IBSU საყოველთაო ვაქცინაციას უერთდება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ საინფორმაციო კამპანიას #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის. უნივერსიტეტი მოუწოდებს აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს და სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას. ვაქცინაციის წახალისების მიზნით, უნივერსიტეტი მზად არის მოაწყოს სივრცე და უზრუნველყოს თანამშრომელთა და სტუდენტთა საყოველთაო ვაქცინაცია.

  • „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის თანამედროვე სამართლის ჟურნალში.

  • სოციალურ-სპორტული აქტივობები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრადიციულად განაგრძობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ამ მიზნით, არაფორმალური პარასკევის ინიციატივის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეკომეგობრულ ეზოში გაიმართა თანამშრომელთა სოციალური და სპორტული აქტივობები. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული სტრესის შესამცირებლად და მიმდინარე რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის მოეწყო პიკნიკი ბუნებაში სოციალურ-კულტურული აქტივობების წახალისების მიზნით.

  • საზაფხულო სკოლა „საარჩევნო სამართალი “

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება საარჩევნო სამართლის საზაფხულო სკოლა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საზაფხულო სკოლა გაიმართება ონლაინ,Google Meet პლატფორმის მეშვეობით. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესი განხორციელდება 19 ივლისი-17 აგვისტოს პერიოდში.

  • შიდა მობილობის ვადები

    ძვირფასო სტუდენტებო, შიდა მობილობის ვადებია: 16 – 22 ივლისი (2021) გთხოვთ, განცხადების შესავსებად მოცემულ ვადებში მიმართოთ ქრისტინა ლაზარიდს: klazaridi@ibsu.edu.ge განცხადების ლინკი: დააკლიკე აქ

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES