- 25/06/2021
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 163
- 0
ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ საზაფხულო სკოლაში იწყება რეგისტრაცია. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 ივლისი. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ: klazaridi@ibsu.edu.g
24 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებსა და კომპანია EPAM-ის წარმომადგენლებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ფრონტ ენდის რეგიონში ცნობილი უფასო კურსის დანერგვასთან დაკავშირებით. თავად კურსზე ინფორმაცია შეგიძლიათ საიტზე ნახოთ – https://rs.school/georgia/. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე მხარეს, სამომავლოდ დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი
2021 წლის 21 ივნისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩო, ეროვნული საკვალიფიკაციო და სამართლის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული
ძვირფასო ავტორებო, მომავალო ავტორებო, მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ სტატიების კონკურსი თანამედროვე სამართლის ჟურნალისთვის. თანამედროვე სამართლის ჟურნალი (CLJ) არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული და საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე რეცენზირებადი ჟურნალი, რომელიც მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: სამეცნიერო სტატიები, პრაქტიკოს იურისტთა ფორუმი, სტუდენტური ფორუმი, გამორჩეული სამეცნიერო ნაშრომების თარგმანები, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები. ჟურნალის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერაზმუსის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვია პარტნიორი – მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი დოქ. ვაიდას იურკევიჩიუსი. ვიზიტის ფარგლებში მან წაიკითხა ლექციები და ჩაატარა სასერთიფიკატო ტრენინგ კურსი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. დოქ. ვაიდას იურკევიჩიუსმა თავისი სფეროს მიმართულებით გააკეთა რამდენიმე სტატიის რეცენზია, რომლებიც წარმოდგენილი იყო სამართლის ფაკულტეტის ორენოვან სამეცნიერო ჟურნალში „თანამედროვე სამართლის
31 მაისს უნივერსიტეტს ეწვია მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) სრული პროფესორი, დოქ. ვაიდას იურკევიჩიუსი. იგი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე- რექტორს, თეა კბილცეცხლაშვილს, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის სამსახურის უფროსს, აბდულმელიქ ალქანს და სამართლის ფაკულტეტის დეკანს ეკა ბაკარაძეს. უნივერსიტეტის ორგანიზებით 1 ივნისს დოქ. ვაიდას იურკევიჩიუსმა ჩაატარა ონლაინ ტრენინგი თემაზე “არაავტორიზებული სააგენტო კერძო სამართალში შედარებითი პერსპექტივიდან”. ტრენინგი გაიმართა Google Meet-ის პლათფორმის მეშვეობით. https://bit.ly/2SMUs0J გთავაზობთ მედია ცენტრის მიერ ჩაწერილს მცირე ინერვიუს დოქ. ვაიდას იურკევიჩიუსთან. იხილეთ სრული ინტერვიუ Youtube არხზე: IBSU Media Centre / IBSU Tv & Radio