• საჯარო ლექცია – მედიის სამართლებრივი რეგულირება

    2021 წლის 15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „მედიის სამართლებრივი რეგულირება“ 🔎 მოწვეული სპიკერი:ნათია კაპანაძე – იურისტი,მედიაექსპერტი, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი. ლექციის ჩანაწერი ხელმისაწვდომია სამართლის ფაკულტეტის Facebook გვერდზე.

  • კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის მსურველი აბიტურიენტების საყურადღებოდ!

    ძვირფასო აბიტურიენტებო, კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. როგორც უკვე გაცნობეთ, უნივერსიტეტი აკრედიტირებულ რეჟიმში ახორციელებს კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას. აბიტურიენტთა 2021 წლის ცნობარის მომზადების პერიოდში, აღნიშნული პროგრამა გადიოდა ხელახალ აკრედიტაციას და არ იძებნებოდა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. მიმდინარე წლის 19 მარტს პროგრამამ გაიარა ხელახალი აკრედიტაცია და აისახა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. გმადლობთ,

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტსა და Legal Service Group/ლიგალ სერვის გრუპი, გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია – Law Firm Of Giorgi Zarnadze ,Kakushadze Law Office-სა და LTD Law Firm Geto Project-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის გზით. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება

  • TOLES

    TOLES – TEST OF LEGAL ENGLISH SKILLS შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისური ენის – TOLES Legal საგამოცდო ცენტრს საქართველოში. TOLES Legal სერტიფიკატი აღიარებულია ბიზნეს სამართლის დარგში მსოფლიოს მოწინავე იურიდიული კომპანიების მიერ. გამოცდა, მეტწილად, ორიენტირებულია გრამატიკისა და ლექსიკის შემოწმებაზე. გამოცდა არის სამი დონის: FOUNDATION;HIGHER;ADVANCED 2021 წლის საგამოცდო თარიღები : 24 ივნისი/18

  • სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით

    20 და 21 მარტს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მეექვსე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას  საქართველოს სკოლებში.

  • საჯარო ლექცია- კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე „კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი“ მოწვეული სპიკერი: ირაკლი კაკუბავა- ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯის მაგისტრი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით. ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია : https://docs.google.com/…/1NbsLP58lXbePg9LSE8PIlrg…/edit რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 22 მარტი, 21:00 სთ.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES