• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიღწევები 2019 წელს და 2020 წლის გეგმები

    ”2020 წლისათვის უნივერსიტეტს აქვს არაერთი გეგმა, მათ შორის ერთობლივი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, საგანმანთლებლო და კვლევით პროცესში ჩართული უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტების გაზრდა. უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აქვს 40 აკრედიტირებული პროგრამა. შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის საფუძველზე, უნივერსიტეტი დამატებით გეგმავს ახალი პროგრამების აკრედიტაციას. უნივერსიტეტი ასევე გეგმავს ინფრასტრუქტურის განვითარებას.” ვრცლად: https://bit.ly/3aBgSGK

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამერიკის, უკრაინისა და ჩეხეთის უნივერსიტეტებთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა /IBSU/ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკის (TEXAS A&M University), უკრაინისა (Simon Kuznets Kharkiv National University of Economics) და ჩეხეთის (Metropolitan University Prague) უნივერსიტეტებთან. მემორანდუმი მოიცავს აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. https://bit.ly/2TLWCw5

  • „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“

    პროექტი: „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“ 2019 წლის 23 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო საგნის „BUS111 ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთოთხმეტე, ყოველწლიური პროექტი „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“. პირველი კურსის სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, პროფესორი, დოქტორის თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს და განავითარეს

  • ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებს შეხვდა

    21 დეკემბერს, ამერიკის საგარეო პოლიტიკის სალექციო კურსის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ბ-ნი ჯულიუს ცაი ამერიკისმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტებს შეხვდა. ბ-ნი ცაი სტუდენტებს ესაუბრა მისი პირადი აკადემიური და დიპლომატიური კარიერული გამოცდილების შესახებ, გაუზიარა რეკომენდაციები კარიერული არჩევანის შესახებ და მისცა სასარგებლო რჩევები შემდგომი პროფესიონალური და პირადი განვითარების გზებზე.  

  • ”ეკონომიკური თავისუფლება და კერძო საკუთრება”

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე: „ეკონომიკური თავისუფლება და კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი“, ლექცია-სემინარი ჩაატარა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა და „გახდი მესაკუთრეს“ პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა, ეკონომიკის დოქტ. მათე გარდავამ. ღონისძიება ინტერაქტიული იყო და სტუდენტებმა მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. სემინარის ბოლოს სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის” ტრენინგთა ციკლი ჩატარდა

    14-15 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგთა ციკლი. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 200-მდე მოსწავლემ. ჩვენი ჯგუფი მადლობას უხდის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული მხარდაჭერისათვის. “სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის” უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებათ https://bit.ly/2Mq3Ykt

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES