- 390
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრადიციულად განაგრძობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ამ მიზნით, არაფორმალური პარასკევის ინიციატივის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეკომეგობრულ ეზოში გაიმართა თანამშრომელთა სოციალური და სპორტული აქტივობები. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული სტრესის შესამცირებლად და მიმდინარე რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის მოეწყო პიკნიკი ბუნებაში სოციალურ-კულტურული აქტივობების წახალისების მიზნით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება საარჩევნო სამართლის საზაფხულო სკოლა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საზაფხულო სკოლა გაიმართება ონლაინ,Google Meet პლატფორმის მეშვეობით. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესი განხორციელდება 19 ივლისი-17 აგვისტოს პერიოდში.
ძვირფასო სტუდენტებო, შიდა მობილობის ვადებია: 16 – 22 ივლისი (2021) გთხოვთ, განცხადების შესავსებად მოცემულ ვადებში მიმართოთ ქრისტინა ლაზარიდს: klazaridi@ibsu.edu.ge განცხადების ლინკი: დააკლიკე აქ
ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ საზაფხულო სკოლაში იწყება რეგისტრაცია. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 ივლისი. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ: klazaridi@ibsu.edu.g
24 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებსა და კომპანია EPAM-ის წარმომადგენლებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ფრონტ ენდის რეგიონში ცნობილი უფასო კურსის დანერგვასთან დაკავშირებით. თავად კურსზე ინფორმაცია შეგიძლიათ საიტზე ნახოთ – https://rs.school/georgia/. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე მხარეს, სამომავლოდ დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი
2021 წლის 21 ივნისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩო, ეროვნული საკვალიფიკაციო და სამართლის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული