- 18/11/2024
- By მარი ლეთოდიანი
- In სიახლეები
- 328
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი დარა აჰმედი არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში შეხვდა საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს და მათი უკუკავშირი მოისმინა. შეხვედრების ციკლის “ყავა და ჩაი დეკანთან” ფარგლებში, ბიზნესის სკოლის დეკანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, საგანმანათლებლო პროცესებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა ირაკლი შამათავამ, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინი ჩალაბაშვილთან და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანთან, მარიამ რაზმაძესთან ერთად პროფესორს, დოქტორ ჰაიკო ჯონი მანიეროს უმასპინძლა, რომელიც ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წევრია. პროფესორი ჰაიკო ჯონი მანიერო აკადემიურ-სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ამასთან, 2014 წლიდან, გერმანიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული ოფიცერია. ის
UNESCO-ს ეგიდით დაფუძნებულ “მეცნიერების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიება – „მეცნიერება და საზოგადოება“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმას. ვრცლად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, მარიამ რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ჩალაბაშვილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ესტუმრნენ ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს გერმანიაში და მონაწილეობა მიიღეს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” სტუდენტების მეორე ნაკადის მიღების ოფიციალურ საზეიმო ცერემონიაში. IBSU-ს დელეგაცია საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით წარდგა და
IBSU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ შოშიაშვილი და სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შემათავა მარკეტერ სტუდენტებთან ერთად ზუგდიდის, ხობისა და ფოთის საჯარო სკოლების აბიტურიენტებს შეხვდნენ. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ IBSU-ს სასწავლო პროგრამებს, შიდა გრანტებს, შეღავათებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და მიმდინარე სიახლეებს. შეხვედრის დასასრულს მარკეტერებმა აბიტურიენტები IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრებით დაასაჩუქრეს.
IBSU-ს შიდასაუნივერსიტეტო ტურნირს 3×3 კალათბურთში დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი მასპინძლობდა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძის, გიორგი ხუჭუასა და გიორგი გოგრიჭიანის შემადგენლობით. გამარჯვებული გუნდი უნივერსიტეტისგან სიმბოლურ საჩუქრებსა და ფულად ჯილდოს მიიღებს. ტურნირი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური