- 02/06/2025
- By მარი ლეთოდიანი
- In IBSU ბლოგი
- 1086
- 0

გაიცანით IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გურამ გეთია რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი“IBSU-მ მომცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ვისწავლო კომპიუტერული მეცნიერება ინგლისურ ენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიულ განვითარებაში. უნივერსიტეტის მრავალფეროვანი გარემო მაძლევს საშუალებას, ყოველდღიურად განვვითარდე როგორც ტექნიკური, ასევე საკომუნიკაციო და ანალიტიკური კუთხით.უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი ფოკუსირებულია პრაქტიკაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და პროექტებზე, რაც ხელს უწყობს ცოდნის რეალურ სამყაროში რეალიზებას. ლექტორები

სტუდფესტი2025 -ის ფარგლებში გამართული სპორტული აქტივობების ტურნირები, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას დასრულდა. სტუდენტებმა ჯომარდობის, ფრენბურთის, ბოულინგის, ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალის, ბადმინტონის, სპრინტის, ჩოგბურთის, სასტენდო სროლის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, ქართული ჭიდაობის, პეინტბოლის, კლდეზე ცოცვის, ძიუდოს, მინი ფეხბურთის, ბილიარდის, ცურვის, ფრენბურთის, ჭადრაკის, შაშის, ნარდის, კარტინგისა და 3X3-ზე კალათბურთის ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. IBSU-ს გუნდმა შაშის და ნარდის ტურნირებში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?“ ფორმატში ჩატარდა. კონკურსი ორგანიზებული იყო IBSU-ს სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობების მართვის სამსახურის და ინტელექტუალური თამაშების სტუდენტური კლუბის მიერ. სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზები.

გაიცანით დიანა კოტრიკაძე, IBSU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (AUAS) იმყოფება. “Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ტრანსფორმაციული გამოცდილება არის ჩემს აკადემიურ ცხოვრებაში. IBSU-მ მომცა მტკიცე საფუძველი ბიზნეს თეორიებსა და მენეჯმენტის პრინციპებში. ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში კი მიღებული ცოდნის რეალურ, პრაქტიკულ გარემოში გამოყენების შესაძლებლობა მაქვს. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი მულტიკულტურულ გარემოში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ლაზარსკის უნივერსიტეტთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. ლაზარსკის უნივერსიტეტი ვარშავაში ფოკუსირებულია სამართლის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მენეჯმენტის მიმართულებებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კერძო უმაღლეს სასწავლებელთან, Global College Malta-თან. პარტნიორობა დამყარდა Global College Malta-ს ოთხ სკოლასთან. მათ შორის არის ბიზნესის სკოლა, ეკონომიკისა და ფინანსების სკოლა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სკოლა და ლოჯისტიკის, ოპერაციებისა და ინფორმატიკის სკოლა.


