- 265
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებშისააუდიტორო-საკონსულტაციო კომპანია Moore Abc-ის წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია გამართეს. ლექციის ფარგლებში, Moore Abc-ის აუდიტის მენეჯერებმა ისაუბრეს საბურალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიების შინაარსსა და მნიშვნელობაზე; ასევე, სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის შემოთავაზებებისა და სტაჟირების პერსპექტივების შესახებ.
იბსუს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია “პიარი და კრიზისების მართვა”, რომელსაც უძღვებოდა PR კომპანია UP- ის დამფუძნებელი და დირექტორი სალომე მახარაძე. შეხვედრისას, განხილული იყო სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კრიზისების მართვა და გადაჭრის გზები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II) მეორე მოდულის ტრენინგი გაიმართა – თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას
ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულთან დაკავშირებით, იბსუს სამართლის ფაკულტეტმა მეორე საპანელო დისკუსიაც გამართა თემაზე: “იპოთეკის უფლება ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ”. საპანელო დისკუსიის ფორმატით განიხილეს – საკუთრების უფლებასთან, კერძოდ, იპოთეკის უფლებასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი და დისკუსიის მასალების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ბეჭდურ გამოცემაში. მომხსენებლები: • დავით იმნაძე – ნოტარიუსი; • გია ფოლადიშვილი – ადვოკატი; • სოფიო
ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულთან დაკავშირებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საპანელო დისკუსიას უმასპინძლა თემაზე: ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საგზაო უსაფრთხოების ჭრილში. შეხვეედრაზე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის და ადამიანის ძირითად უფლებათა ურთიერთმიმართების ანალიზი, არსებული შეზღუდვების და მათი მნიშვნელობის შეფასება. მომხსენებლები: • ირაკლი იზორია – საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი, ორგანიზაცია “Safe-drive – შეიკარი ღვედი სიცოცხლისთვის“; •
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექტორს – ელისაბედ (მარიკა) ჩქარეულს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მადლობის ფურცელი გაუგზავნა. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა დირექტორს მადლობის ფურცელი სკოლის კურსდამთავრებულის – სოფიკო სალთხუციშვილის, როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ლიდერის მომზადებისთვის გაუგზავნა, ხოლო სკოლა დიპლომით დააჯილდოვა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეების აღზრდისთვის. „ბატონი ილიასი ასევე მადლობას უხდის პედაგოგებს, რომლების