- 26/11/2019
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 166
- 0
2019 წლის 26 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში: საბუღალტრო აღრიცხვის და აუდიტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დიაგნოსტიკური შეფასება „საბუღალტრო აღრიცხვის და აუდიტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შედარებითი ანალიზის სისტემის გამოყენებით“. შედარებითი ანალიზის სისტემა არის ხელსაწყო, რომელიც ეხმარება უნივერსიტეტებს, აღნიშნულ სასწავლო პროგრამის სილაბუსები შეადარონ საერთაშორისო ნიშნულებს, ხარვეზების აღმოჩენისა და მათი გამოსწორების მიზნით. პროექტის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს თბილისის საერთაშორისო ბიზნეს არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს და იწვევს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტების გუნდებს. კონკურსი ემსახურება გლობალური კომერციული მოლაპარაკებების კულტურის გავრცელებას, განსაკუთრებით კი შედარებითი სამართლის მეთოდოლოგიით. შეზღუდული ადგილების გამო, პალიკანტებს მოეთხოვებათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2018 წლის 20 ივნისამდე. შერჩეულ 8 გუნდს განსახილველი საქმე ტექნიკურ კრიტერიუმებთან ერთად მიეწოდებათ 2018
2019 წლის 14 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტმა მეგი წურწუმიამ, წარადგინა პროექტი „ტყის გაყინული მცენარეების ჩაი“ და დაიკავა პირველი ადგილი. მწვანე ეკონომიკის სკოლა – ინოვაციების ფორუმი, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში” გაიმართა. პროგრამა ორგანიზებული იყო CENN-ის მიერ -ტყის მდგრადი განვითარება სოფლის მეურნეობისათვის,-ფარგლებში რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
2019 წლის 13 ნოემბერს Future Laboratory-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე, ესტუმრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს და ჩაატარა საჯარო ლექცია ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტებისათვის. საჯარო ლექცია ჩატარდა თბილ ატმოსფეროში. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები და მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. საკონსულტაციო კომპანია ‘’მომავლის ლაბორატორია’’ დაარსდა 2016 წელს ირაკლი ქაშიბაძის მიერ, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში განავითარა ინოვაციები და ტექნოლოგიები
21 ნოემბერს 19:00 საათზე ა 503 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან. სპიკერი ნოტარიუსი: ნანი ბარბაქაძე თემა: სტაჟირების კონკურსი ძირითადი გზავნილი: ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის პროფესიის დასაუფლებლად. სპიკერი ნოტარიუსები სტუდენეტებთან შეხვედრის ფარგლებში დეტალურად ისაუბრებენ სტაჟირების წესსა და პირობებზე – რა ეტაპებს და პერიოდს მოიცავს სტაჟირების პროგრამა და