- 11/11/2024
- By მარი ლეთოდიანი
- In სიახლეები
- 346
- 0
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, IBSU-ში, შიდა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსის UNI4VERSE ფარგლებში, ვორქშოპების სესიები ჩატარდა. სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რათა შეემუშავებინათ და განევითარებინაც ინოვაციური სტარტაპ იდეები. ვორქშოპების სესიები მოიცავდა შემდეგ თემებს: ინოვაციური და სტარტაპ იდეების განვითარება: ნიკა ნათენაძე, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი / ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი აპლიკაციის აწყობის პრაქტიკული სესია: ლუკა ბაბუნაძე, მობაილ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი ინოვაციურ სწავლება/სწავლის მეთოდებზე, მის პრაქტიკაში დანერგვასა და სილაბუსის შედგენის ტექნიკებზე, რომელსაც უძღვებოდნენ ეკატერინე ფიფია, განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი და ანა გვრიტიშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, განეხილათ შესაბამისი ქეისები და ემსჯელათ მათ პრაქტიკაში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი მაია ჩქოტუა ერაზმუს + პერსონალის მობილობისა და შიდაინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, ესპანეთის შუა ატლანტიკის უნივერსიტეტს ეწვია ლას პალმას გრან კანარიაში. პროფესორმა მაია ჩქოტუამ ასევე მონაწილეობა მიიღო მე-3 საერთაშორისო კვირეულში სადაც შავი ზღვის უნივერსიტეტი გააცნო ევროპის უნივერსიტეტების 35 ქვეყნის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ირმა მესირიძე ერაზმუს + პერსონალის მობილობისა და შიდაინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, პოლონეთში მაზოვის უნივერსიტეტს ეწვია. პროფესორი ირმა მესირიძე შეხვდა მაზოვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ აგნიესკა რუმიანოვსკას, მედიცინის კოლეჯის ვიცე-რექტორს, ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ მარიოლა გლოვაცკას და სამართლის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ვიცე-დეკანს, დოქტორ ბოგდან გრუზინსკის. მხარეებმა განიხილეს ერაზმუს + ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მომავალი შესაძლებლობები. შეხვედრების პარალელურად, სასწავლო მობილობის განსახორციელებლად ირმა მესირიძემ მაზოვის უნივერსიტეტის სამართლის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაატარა ლექცია თემაზე “გლობალიზაცია, კულტურული იდენტობა და სოციალური სამართლიანობა