- 01/11/2024
- By Guja
- In კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- 272
- 0
“ყავა და ჩაი დეკანთან” შეხვედრების ციკლის ფარგლებში, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარიამ რაზმაძე შეხვდა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც პირველად, ერთი სემესტრით #IBSU-ს ესტუმრენ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის “მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” ფარგლებში. უცხოელმა სტუდენტებმა სკოლის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ჩალაბაშვილი, რომელმაც სტუდენტებს წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.
გამოქვეყნდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აფილ. ასისტ. პროფესორის, თემურ გუგუშვილის სტატია მთის კვლევისა და განვითარების ჟურნალში: 𝐌𝐨𝐮𝐧𝐭𝐚𝐢𝐧 𝐑𝐞𝐬𝐞𝐚𝐫𝐜𝐡 𝐚𝐧𝐝 𝐃𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭 (MRD), Impact Factors: 1.7 (2-year); 1.8 (5-year). ჟურნალი წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს მთის მდგრადი განვითარების მიმართულებით. სტატია გამოქვეყნდა ქართულ-შვეიცარული სამეცნიერო გუნდის მიერ. სტატიის სათაურია: From Tradition to Innovation: The Pioneers of Mountain Entrepreneurship in the Lesser
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ორდღიანი უფასო ტრენინგი ‘ბიზნეს ანბანი’ ჩაატარეს. IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ფინანსებისა და ტურიზმის შესახებ. მომდევნო ტრენინგი გაიმართება 16-17 ნოემბერს.
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ინიციატივით დაიწყო შეხვედრების ციკლი სტუდენტებთან “ყავა და ჩაი დეკანთან.” პირველი შეხვედრის ფარგლებში არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში სკოლის დეკანმა მარიამ რაზმაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, მოუსმინა მათ გამოხმაურებას სასწავლო პროცესის შესახებ, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და სკოლაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები. დეკანმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ციკლი “ყავა და ჩაი დეკანთან” გაგრძელდება სასწავლო წლის განმავლობაში.