19 თებერვალს ჩატარდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო და მუზეუმების სამსახურის უფროსის გიორგი ჭეიშვილის საჯარო ლექცია კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების შესახებ.
გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს საკმაოდ დიდი შესაძლებლობებს აძლევს გაეცნონ საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გახდნენ კიდევ უფრო დამოუკიდებელნი, ამასთანავე, დარწმუნდნენ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში და შეადარონ საქართველოში არსებული სასწავლო პროგრამა სხვა ქვეყნის პროგრამებს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ქრისტინე უბილავას ესაუბრა, რომელიც მოგვიყვება პოლონეთში მიღებული გამოცდილებისა და საკუთარი ემოციების შესახებ. პირველ რიგში, მოგვიყევი როდის გადაწყვიტე საზღვარგარეთ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა იურიდიული კლინიკის ფარგლებში 16 – 17 თებერვალს გაზაფხულის სემესტრის პრაქტიკული სამართლის კურსი “Street Law” მე-10,მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყო. პროექტის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებმა რუსუდან შაშიკაძემ თათა ჩხიკვაძემ,გიორგი შალამბერიძემ და თამთა თინაშვილმა, ლექციები ჩაატარეს შემდეგ თემებზე: 1. „წარმატებული კომუნიკაცია, წარმატებული ურთიერთობებისთვის“„სახელმწიფო – აუცილებელი ბოროტება“. მედია,ინტერნეტ უსაფრთხოება.
ყურადღება!!!! სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწყებს რეგისტრაციას სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის მე-8 ეტაპისთვის! პროექტი მნიშვნელოვანი სიახლეებით ბრუნდება: მე-8 ეტაპიდან ნაცვლად ერთი სტიპენდიანტისა გამოვლინდება ორი სტიპენდიანტი! I ადგილზე გასული სტუდენტი მომდევნო სემესტრის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას, ხოლო II ადგილზე გასული – ყოველთვიურ 80-ლარიან სტიპენდიას!! სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა არის სტუდენტების ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც
ყურადღება!!! ლიეტუვის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად აცხადებენ ესსეების კონკურსს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” თემასთან დაკავშირებით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს. სტუდენტებმა საქართველოდან უნდა გაგზავნონ ესსე ლიეტუვის საელჩოში არაუგვიანეს 2019 წლის 5 აპრილისა. სტუდენტებმა ესსეები უნდა წარადგინონ ინგლისურ ენაზე. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 6 გამარჯვებული – “აღმოსავლეთ პარტნიორობის” თითოეული ქვეყნიდან ერთი სტუდენტი. ისინი
13 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა ლოძის უნივერსიტეტის პროფესორმა პრჟემუსლავ ჟურავსკი ველ გრაჟევსკიმ თემაზე „საქართველოს და პოლონეთის გეოპოლიტიკა სხვადასხვა ისტორიულ პერსპექტივებში“. შეხვედრა გაიმარტა ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან თანამშრომლობით. დოქტორმა გრაჟევსკიმ საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებთან ისაუბრა პოლონეთის და საქართველოს თანამშრომლობაზე სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში, როგორც ინტერსახელმწიფოებრივი ურთიერთობების, ისე საგარეო პოლიტიკის წარმოების კონტექსტში. მომხსენებელმა ისტორიული ფონის მიმოხილვის