- 26/10/2018
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 134
- 0
💡თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას, ბიზნესის სამართლის სტუდენტურ შეჯიბრში „იმიტირებულ სასამართლო პროცესები“ მონაწილეობის მისაღებად. 📣შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობენ მოსამზადებელ პროცესსა და საქმეების განხილვაში მსაჯების წინაშე. საქმე და მხარეები შერჩეულია წინასწარ და სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული დრო
25 ოქტომბერს ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა ჩაატარა ინტენსიური და ინტერაქტიული კურსი თემაზე “მასპინძლობა და ზოგადი უნარები”. კურსზე დისკუსიები გაიმართა შემდეგ თემებზე: მასპინძლობა და ‘კულტურა’, მასპინძლობა და ‘ზოგადი უნარები’, მასპინძლობა საქართველოში და ‘ზოგადი უნარები’. კურსის ბოლოს გაიცა მონაწილეობის სერტიფიკატები.
22 ოქტომბერს ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა ჩაატარა ინტენსიური და ინტერაქტიული კურსი თემაზე “ორგანიზაციული მართვა და ზოგადი უნარები”. კურსზე დისკუსიები გაიმართა შემდეგ თემებზე: ადამიანები, ორგანიზაციები და ‘კულტურა’; ორგანიზაციები და ‘ზოგადი უნარები’; ორგანიზაციული მართვა საქართველოში და ‘ზოგადი უნარები’. კურსის ბოლოს გაიცა მონაწილეობის სერტიფიკატები.