- 01/10/2018
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 107
- 0
AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პიროვნულ განვითარების სემინარში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატები. დეტალურად პროექტის შესახებ იხილეთ: www.isie.ge/europe აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განივითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში; გაიუმჯობესონ ინგლისური ენა
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა: https://goo.gl/GGpnpd სტუდენტების ინფორმაციით, მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან განათლების მინისტრმა განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავტორიზაციის საბჭოს დააკისრა https://bit.ly/2Oi2NFT აქცია ბათუმში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდასაჭერად: https://bit.ly/2QfTgwr შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი: https://goo.gl/3bgW5x IBSU-ს სტუდენტების პროტესტი განათლების სამინისტროსთან: https://bit.ly/2zCbmDn I am with IBSU – აქცია განათლების
29 სექტემბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ ღონისძიებაზე: „ტაო-კლარჯეთი და ექვთიმე თაყაიშვილი“. 12:00-19:00 ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების გამოფენა 17:00-19:00 ბუბა კუდავას საჯარო ლექცია- „ტაო-კლარჯეთი (რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი…“) ლექციის მიმდინარეობისას გაჟღერდება კონსტანტინე გამსახურდიას, შალვა ამირანაშვილისა და მიხეილ ჭიაურელის ხმოვანი ჩანაწერები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. მისამართი: მ.ალექსიძის II შესახვევი N3
შავი ზღვის რურალური ტურიზმის მდგრადი განვითარების პროგრამის ცნობილი ექსპერტი ბატონი რიჩარდ შეპარდი ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 20 სექტემბერს. იგი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ილიას ჩილოღლუს, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ თეა კბილცეცხლაშვილს, მარკეტინგის პროგრამების კოორდინატორს პროფესორ კახაბერ ჯაყელს და პროფესორ გიორგი ღლონტს. მხარეები შეთანხმდნენ რომ შზსუ და შავი ზღვის რურალური მდგრადი ტურიზმის პროგრამა განავითარებენ