2018 წლის 15 ივნისს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სტაჟირების კურსის პრეზენტაცია, რომელზეც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა წარმოადგინეს ფაკულტეტის პარტნიორი ორგანიზაციები, სადაც ისინი გადიოდნენ სტაჟირებას. მათ ისაუბრეს როგორც თავიანთ უფლებამოვალეობებზე მიმღებ ორგანიზაციებში, ასევე სტაჟირების პროგრამის გავლის საფუძველზე მიღწეულ შედეგებსა და განვითარებულ უნარებზე. სტაჟირების პროგრამების აღწერის პროცესში წარმოდგენილი იყო სახელმწიფო ინსტიტუტები: ქალაქ თბილისის საკრებულო, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო,
18 ივნისს ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა ჩაატარა ინტენსიურ და ინტერაქტიულ 3 საათიან კურსი თემაზე “წარმოებულია საქართველოში”; თემა განხილულ იქნა სხვადასხვა მარკეტინგულ ჭრილში. კურსზე დისკუსია გაიმართა თემებზე: ქვეყნის დინამიკა, ისეთი ძლიერი საერთაშორისო ბრენდების პოზიციონირება, როგორიცაა Coca Cola, Apple, Shell და Heineken,კონცეფცია “წარმოებულია საქართველოში”, ბრენდინგი, კავშირზე/online და კავშირს გარეთ/offline მარკეტინგი (offline versus
12 ივნისს გაიმართა პროექტ „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ დასკვნითი ღონისძიება მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში. დისკუსიის ფარგლებში პროექტის მონაწილე სტუდენტებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარადგინეს საკუთარი კვლევითი ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალის (JSS) სპეციალური გამოშვების სახით. დისკუსია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზაზა შენგელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ეფექტური მედიამენეჯმენტი და მისი გამოწვევები“. იგი შეეხო სიხშირული მაუწყბელობის ტრანსფორმაციასა და ინტერნეტმედიის მომძლავრების საკითხს მსოფლიო მედიის ბაზარზე. ზაზა შენგელია საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელეარხის “იბერვიზიის” დამაარსებელია. ასევე, 2000 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ტელეკომპანია “მზე”. 1999-2005 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. 90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების
6 ივნისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, USAID-ის პროექტის G4G ფარგლებში, ჩატარდა კამელია ბულატის საჯარო ლექცია – „ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება “. კამელია ბულატი არის CIPE ექსპერტი და აქვს 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებთან. მან ტექნიკური დახმარება და მხარდაჭერა გაუწია სამხრეთ აზიის, ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში არსებულ სხვადასხვა
შიდა მობილობით დაინტერესებული სტუდენტებმა გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბრძანება. სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ იმ ფაკულტეტს, რომელზე გადასვლაც სურთ.