- 01/06/2018
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 164
- 0
ყურადღება! გამოცხადდა შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები: მსურველებს განაცხადის გაკეთება შეეძლებათ 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 2018 წლის 26 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ზაფხულის სკოლის ფარგლებში, უმასპინძლა ყოველწლიურ პროექტს: „ჩემი ბიზნეს გასაღები“, რომლის მიზანია მოსწავლეებს გაუზიაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული ქეისების განხილვის გამოცდილება, გაუუმჯობესოს აკადემიური უნარ-ჩვევები, ასწავლოს უნივერსიტეტის პროფესორებთან, წარმატებული კომპანიის მენეჯერებთან
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 14 ივნისს სპეციალურად პირველი კურსის სტუდენტებისთვის გაიმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. როგორც მოგეხსენებათ სამართლის ფაკულტეტის სარეიტინგო სისტემის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო პირობა გახლავთ, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა,ამიტომ გელოდებით, გამოსცადეთ თქვენი შესაძლებლობები. შეჯიბრით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები : სისხლის სამართალი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კონსტიტუციური მართლმსაჯულება საქართველოში“ ღონისძიების ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების, სტრუქტურისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების მოდელების შესახებ ევროპასა და ამერიკაში. შეხვედრის ბოლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
2018 წლის 25 მაისს ვიშეგრადის პროექტის „ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა დოქტორ ერიკა მარსს. დოქტორ მარსმა სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: “ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – უნგრეთის გამოცდილება”. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა უნგრეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების მიღწევები და გამოწვევები. სტუმარი, ასევე,
დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჩვენი ფაკულტეტის 2016 წლის კურსდამთავრებული, ოლალეკან ტემიტოფე ოლასენი ესტუმრა ამჟამად ის ფრილანს ვებ დეველოპერია აიოვას შტატში (აშშ) ოლალეკანმა სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა მათ.