6 ივნისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, USAID-ის პროექტის G4G ფარგლებში, ჩატარდა კამელია ბულატის საჯარო ლექცია – „ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება “. კამელია ბულატი არის CIPE ექსპერტი და აქვს 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებთან. მან ტექნიკური დახმარება და მხარდაჭერა გაუწია სამხრეთ აზიის, ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში არსებულ სხვადასხვა
შიდა მობილობით დაინტერესებული სტუდენტებმა გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბრძანება. სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ იმ ფაკულტეტს, რომელზე გადასვლაც სურთ.
„ჟურნალის წარმოების“ კურსის ფარგლებში, შავი ზღვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები, მომავალი ჟურნალიტები სვანეთს, მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. ვინაიდან მოცემულ მომენტში ადგილობრივებს მშენებარე თუ დაგეგმილი ჰესების საკითხი აშფოთებთ, სტუდენტები შეხვდნენ სვან აქტივისტებს, მოსახლეობას, გამოიკითხეს მათი შთაბეჭდილებები, შეხედულებები, პოზიცია. შეიტყვეს დამატებითი ინფორმაცია, ის, რასაც მედიაში ხშირად ვერ შეხვდებით. სტუდენტებმა გადაიღეს ფოტოები, ვიდეოები, ამზადებენ მულტიმედია პროდუქტს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები გრემში ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. შეხვნდნენ ცენტრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს. ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი ვაჟა კასრელიშვილი სტუდენტებს ფსიქო რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ვიზიტი ორგანიზებული იყო “ჟურნალის წარმოების” კურსის ფარგლებში.
2018 წლის 24 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან. შეხვედრის დროს ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი მოლოდინმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
კომპანია (საქართველოში) ეძებს სტაჟიორებს, რომელთაც სურთ ისწავლონ ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმის განვითარება. მოთხოვნები: Magento 2-ის ლოკალურ სერვერზე დაინსტალირების ცოდნა (სასურველია Unix- ზე ან ვირტუალური მანქანით). საფუძვლების ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ ტერმინალის და GIT- ს ვერსიის კონტროლი. ზოგიერთი PHP ცოდნა. ბონუსი: CSS და frontend ცოდნა, Knockout JS, Zend ფარგლებში, jQuery. სამუშაო ენა – ინგლისური. “ჩვენ