- 04/04/2018
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 152
- 0
კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი 2013 წლიდან ატარებს საზაფხულო სკოლას, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები სწავლობენ მათთვის საინტერესო საგნებს. ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ ვებ პროგრამირების, ინგლისური ენის, გრაფიკული დიზაინის და სხვა საინტერესო კურსებს როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. მეცადინეობების ხანგრძლივობაა საშუალოდ 2 კვირა. კურსის დასასრულს მოსწავლეები ამზადებენ პროექტებს მიღებული ცოდნის სადემონსტრაციოდ. დაჯოლდოების ცერემონიალზე ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენცია (IRCEELT) მოეწყო, რომელიც განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას მიეძღვნა, მასში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. www.kvira.ge www.newsday.ge www.timer.ge www.edu.aris.ge www.interpressnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ამერიკელი ადვოკატი როჯერ ჰაიეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2 კვირით სტუმრობს. ამ დროის განმავლობაში, სტუმარი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ბიზნეს სამართალში კითხულობს სალექციო კურსს. როჯერ ჰაიეტი არის ბოსტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა დიდ ამერიკულ იურიდიულ ფირმაში და იყო პრაქტიკოსი იურისტი მისურისა და ფლორიდის შტატებში შრომისა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო ოლიმპიადისა და ვიდეო კონკურსის – ”გაგვაცანი შენი სკოლა” დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მონაწილეებს სასწავლო გრანტებთან (100%, 75%, 50 %, 40% და 25%-იანი) ერთად ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცათ. იბსუ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს მონაწილეობისთვის და უსურვებს წარმატებას. www.edu.aris.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ ჰ. რუდი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. ელიზაბეთ რუდმა #იბსუ-ს სტუდენტებს დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მან უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. www.kvira.ge www.info9.ge www.timer.ge www.for.ge www.newsday.ge