- 03/04/2018
- By Guja
- In IBSU მედიაში
- 228
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ ჰ. რუდი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. ელიზაბეთ რუდმა #იბსუ-ს სტუდენტებს დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მან უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. www.kvira.ge www.info9.ge www.timer.ge www.for.ge www.newsday.ge
ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 2 აპრილს უმასპინძლა კარლოუს ტექნოლოგიების ინსტიტუტის (Institute of Technology Carlow) საერთაშორისო ურთიერთობათა ოფიცერს, ქ-ნ რეიჩელ ნაი ნილს, რომელმაც გამართა პრეზენტაცია აღნიშნული სასწავლებლისა და სასწავლო პროგრამების შესახებ. IT Carlow გახლავთ ირლანდიის ერთ-ერთი მოწინავე სასწავლებელი ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და ბიზნესის მართვის კუთხით. დაარსებიდან (1970 წელი) დღემდე სასწავლებელი დაამთავრა 50 ათასზე მეტმა ადგილობრივმა და უცხოელმა სტუდენტმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი სასწავლო კურსის, „სკანდინავიის ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის“ ფარგლებში, საქართველოში შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ – ერიკ სალგრემ ფონ შენტმა შვედების საგარეო პოლიტიკის მახასიათებლებისა და განვითარების შესახებ სტუდენტებთან დისკუსია გამართა. მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვედეთის საგარეო პოლიტიკის განვითარების ძირითადი ეტაპების, ფემინისტური საგარეო პოლიტიკის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, ფრანჩესკო აგნელლო (პოლიტიკის მრჩეველი ევროპარლამენტში) ლექციების ციკლს – „ადამიანთა საერთაშორისო უფლებები“ გაუძღვა. რამდენიმე დღიანი შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები სხვადასხვა თემატიკას გაეცნენ, მათ შორის: თუ როგორ ხდება ადამიანთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით და ჩართულნი იყვნენ დისკუსიაშიც. ლექციის ბოლოს სტუდნეტებს გადაეცათ სერტიფიკატები. www.edu.aris.ge