- 141
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა MS Excel-ის ტრენინგ-კურსის მეორე ნაკადის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს MS Excel პროგრამის საწყისი და მაღალი დონის ფუნქციონალები. ტრენინგზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს შეუძლია MS Excel-ში მონაცემების დამუშავება, დეტალური ანგარიშების გენერირება, სამუშაო ფაილის აგება, ანალიზი, ვიზუალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ტრენინგს უძღვებოდა ცოტნე შერმადინი, IVH
აუდიტორული კომპანია Moore Abc-ის წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს ზაფხულის სტაჟირების შესაძლებლობები გააცნეს. სტუდენტები შეხვდნენ დამსაქმებელს და გაეცნენ Moore Abc-ის აქტიურ ვაკანსიებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ალმერიის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ალმერიის უნივერსიტეტი ესპანეთში გამოირჩევა მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და კვლევის მხარდაჭერით, რომლის ძლიერი მხარეა ბიზნესის, სოციალური მეცნიერების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებისა და გარემოსდაცვითი კვლევების მიმართულებები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი 2025 ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას და რეალური ბიზნეს აზროვნების წახალისებას. სამრაუნდიანი კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა იმუშავეს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ შემუშავებულ რეალურ ქეისებზე და მულტიდისციპლინური ანალიზის საფუძველზე წარმოადგინეს არგუმენტირებულ და ინოვაციურ სტრატეგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტები აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მენტორები, წარმატებული პრაქტიკოსი სპეციალისტები,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ბრემენში (გერმანია) მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ განათლებაზე, ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინჟინერიის, ბიზნესის, სოციალური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით.