- 05/06/2025
- By მარიკა
- In სიახლეები, ბიზნესის სკოლა
- 223
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკა დევიძემ გაიმარჯვა კონკურსში – ‘PROFFORMANCE+ International Higher Education Teacher Award 2024/25,’ რომელიც PROFFORMANCE Consortium-ის მიერ იყო ორგანიზებული. კონკურსში, რომელშიც შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, წარდგენილი იყო 161 განაცხადი. 161 აპლიკანტიდან შეირჩა 17 ნომინანტი ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში: 1. დიჯიტალიზაცია 2. ინტერნაციონალიზაცია 3. ინკლუზია და
პროექტის “შიდა ქართლის ხმა” ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ფასილიტატორი, ‘კულტურული ტურიზმის’ სასწავლო კურსის მოწვეული ლექტორი, პროფესორი მაია ღვინჯილია საველე ვიზიტით კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტი IBSU-ს კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერ არის დაფინანსებული.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიალისტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ურთიერთშეთანხმების (პოლონეთი) მემორანდუმი გააფორმა. ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პოლონეთში 1949 წელს დაარსდა და რეგიონში უდიდესი ტექნიკური უნივერსიტეტია. ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიცავს მრავალფეროვან ფაკულტეტებს, მათ შორის არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების და სხვა მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ლიკა ცისკარიშვილმა და გურამ მურღულიამ, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში მეწარმეობისა და ტურიზმის თემაზე. გურამ მურღულიამ წარადგინა მოხსენება თემაზე “გასტრონომიული ტურიზმი – იტალიისა და საქართველოს შედარებითი ანალიზი;” ხოლო ლიკა ცისკარიშვილის მოხსენება “კურორტი ახტალა, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” მეორე ადგილზე გავიდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ნოი-ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. ნოი-ულმის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბავარიაში ფოკუსირებულია ბიზნესზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ჯანდაცვის მენეჯმენტზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დურესის ალექსანდრე მოისიუს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა დურესის ალექსანდრე მოისიუს უნივერსიტეტი ალბანეთში სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ეკონომიკის, სამართლის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა მიმართულებებით.