- 17/07/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 2775
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინგლისურენოვან იმიტირებულ სასამართლო პროცესში. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა განივითარეს ფართო სპექტრის პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მოიცავს ორატორულ ხელოვნებას, იურიდიული არგუმენტაციის, ასევე კრიტიკული აზროვნების უნარს. ინგლისურ ენაზე განხორციელებულმა სასამართლო პროცესმა ხელი შეუწყო მათ საერთაშორისო სამართლებრივი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, დარგობრივი სამართლებრივი ტერმინოლოგიის სრულყოფას, ასევე დამაჯერებელი გამოსვლების, სტრესულ სიტუაციებში სწრაფი

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ლუკა რაქვიაშვილი, რომელიც პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერება – ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.“კარლის უნივერსიტეტი დაარსდა 1348 წელს საღვთო რომის იმპერატორ კარლ IV-ის მმართველობის დროს. ჩემთვის დიდი პატივია განათლება ასეთი ისტორიული დატვირთვის მქონე უნივერსიტეტში მივიღო, სადაც ასწავლიდა ალბერტ აინშტაინი და სწავლობდა ფრანც კაფკა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად კირტავა საფრანგეთის ქალაქ ნანტში გამართულ ქცევითი დამოკიდებულების მე-10 საერთაშორისო კონფერენციას (ICBA-2025) დაესწრო. კონფერენცია, რომელსაც 450-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მიზნად ისახავდა ციფრული ეპოქის ისეთი გამოწვევების დიაგნოსტირებას, პრევენციასა და მკურნალობას, როგორიცაა ინტერნეტისა და სოციალური მედიის პრობლემური გამოყენება – ინტერნეტ-დამოკიდებულება, ონლაინ აზარტული თამაშები, ონლაინ გეიმინგი, შოპინგ-დამოკიდებულება, სმარტფონებზე დამოკიდებულება, კიბერბულინგი და სხვ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტმა განათლების, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი, რომელიც რუმინეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთია, სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს, მათ შორის ეკონომიკის, კომპიუტერული მეცნიერების, მედიცინისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით. აღნიშნული უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს კვლევებს, ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას და აქტიურად უწყობს ხელს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი საბაკალავრო პროექტები. პრეზენტაციებზე სტუდენტებმა კომისიის წინაშე ვიზუალური და გრაფიკული შესრულებით წარმოადგინეს ინოვაციური არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც მათ აკადემიურ და შემოქმედებით უნარებს ასახავდა. პროექტები მოიცავდა არქიტექტურულ პროექტებს, მათ შორის “სასტუმრო ნოქალაქევი – არქეოპოლისი,” თეატრი „მაჩაბელა,“ ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის ცენტრი – „სერენა“ და სხვ. 2018 წლიდან IBSU პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ინგლისურენოვანი არქიტექტურის პროგრამა შექმნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) როსარიო გალიარდის სახელობის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან (იტალია) მემორანდუმი გააფორმა. სახვითი ხელოვნების აკადემია, რომელიც მდებარეობს სიცილიის სამხრეთით მდებარე სანაპირო ქალაქ სირაკუზში, წარმოადგენს ინოვაციურ ცენტრს დიზაინისა და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით და სტუდენტებს სთავაზობს სპეციალიზებულ სასწავლო მიმართულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროდუქტის დიზაინი, ინტერიერის არქიტექტურა, ვიზუალური კომუნიკაცია, მოდის დიზაინი და ციფრული მედია. აკადემიის პროგრამები ფოკუსირებულია კვლევაზე, ექსპერიმენტსა და ინდუსტრიულ
