- 19/03/2018
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 139
- 0
19 მარტს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა MCI Group Georgia-ს მარკეტინგის/გაყიდვების კონსულტანთან, ტელეწამყვანთან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორთან, გურამ შეროზიასთან. მან ისაუბრა პერსონალური ბრენდინგზე. შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა; სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ სასურველი კითხვები.
ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი და პროგრამების კოორდინატორი 16 მარტს შეხვდნენ ფაკულტეტის საბაკალავროსაგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. შეხვედრა გაიმართა პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებთან, როგორც ქართული, ისე ინგლისური სექტორიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (ბიზნესის ადმინისტრირება) გაცნობას. სტუდენტები გაეცნენპროგრამის სტრუქტურას, სასწავლო გეგმას და იმ კომპეტენციებს, რაც პროგრამის წარმატებით დასრულების