- 30/09/2024
- By Guja
- In კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- 228
- 0
საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორმა, სკულპტურათა გამორჩეულმა მკვლევარმა ანდრეას სიტორენგომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთკვირიანი ვორქშოპები გამართა. ასევე, ანდრეას სიტორენგო შეხვდა IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები, ერთობლივი ღონისძიებების/ვორქშოპების, ორმაგი დიპლომის პროგრამის შემუშავების და Erasmus+ და HorizonEurope-ის პროექტებში ერთობლივი განაცხადების
წელს პირველად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა სწავლის პერიოდშიც მოიპოვონ შიდა დაფინანსება. IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ პირველკურსელთა საზეიმო მიღებაზე 2023-2024 სასწავლო წლის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დაასახელა და სიგელები გადასცა. IBSU-ს 30%-იანი, 50%-იანი და 100%-იანი დაფინანსება მიიღო სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელების წარმატება და თავგადასავლებით სავსე სტუდენტური ცხოვრების დაწყება გრანდიოზული საზეიმო მიღებით აღინიშნა. სასწავლო წლის დაუვიწყარ დასაწყისზე იზრუნეს ჯგუფმა “გამოუვალი მდგომარეობა” და DJ-იმ. ღონისძიების სპონსორები: Coca-Cola Bottlers Georgia, ბორჯომი და სუპრემო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, აკადემიური პერსონალისთვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ ყველა ბაზასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა მარიკა ჟორჟოლიანი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის წარმომადგენელი, ლიცენზირების კოორდინატორი.
ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორმა ანდრეას სიტორენგომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან ჩაატარა ვორქშოპები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამგანზომილებიანი დიზაინის ინტეგრირებული ფორმების აუდიო-ვიზუალური ინსტალაციის შექმნას საჯარო სივრცეებში. სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: არქიტექტურაში საპროექციო რუკების აპლიკაციების ისტორიული მიმოხილვა ინტერაქტიული აპლიკაციები ხელოვნებასა და არქიტექტურულ პროექტირებაში რეალურ და ციფრულ სამყაროს შორის ურთიერთქმედება საპროექციო რუკების მიმოხილვა საშემსრულებლო ხელოვნებაში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობს საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორი, სკულპტურათა გამორჩეული მკვლევარი ანდრეას სიტორენგო. უნივერსიტეტის მხრიდან პირველ დღეს სტუმარს უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ. მიმდინარე კვირაში პროფესორი ანდრეას სიტორენგო სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის ატარებს ტრენინგებსა და ვორქშოპებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების