• ტრენინგ პროგრამა ჯანიკ ბაშარის უნივერსიტეტში, სამსუნი, თურქეთი

    2015 წლის 20 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ და ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ თურქეთში ქალაქ სამსუნის ჯანიკ ბაშარის უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების ტრენინგი ჩაატარეს უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორ-მასწავლებლებისათვის. ტრენინგს ასევე დაესწრნენ სამსუნის საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები. ტრენინგ პროგრამამ მოიცვა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიები და მიდგომები. ინტერაქტიული

  • EDUHUM 2015 პირველკურსელთა საორიენტაციო შეხვედრა

    2015 წლის 18 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ინგლისური ფილოლოგიისა და ამარიკათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. უნივერსიტეტის რექტორმა, ასოც. პროფესორმა, დოქტორმა ილიას ჩილოღლუმ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აუდიტორიას. სტუდენტებს ასევე მიმართეს სიტყვით ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ შიოშვილმა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ნათელა დოღონაძემ. ამერიკათმცოდნეობისა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამების

  • შეხვედრა მალმოს უნივერსიტეტის (შვეცია) წარმომადგენლებთან

    2015 წლის 31 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუ, განათლების და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი და კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. გიორგი მჭედლიშვილი შეხვდნენ მალმოს უნივერსიტეტის (შვეცია) კავკასიოლოგიის პროგრამის კოორდინატორს პროფ. დოქტ. კარინა ვალმინგს და დასახეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები შვეციის კავკასიოლოგიის პროგრამას და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

  • ზოგადი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (ქართულენოვანი)

    განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ ახალ-აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამას ზოგადი განათლების ადმინისტრირებაში. სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე. პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს განათლების სფეროს ადმინისტრატორი, რომელიც კარგად ერკვევა როგორც ზოგადპედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში, ასევე ზოგადი განათლების ადმინისტრირების კონკრეტულ საკითხებში – განათლების სფეროს ლიდერობა და ადმინისტრირება, ზოგადი განათლების კანონმდებლობა, საგანმანათლებლო პოლიტიკა და ზოგადი განათლების

  • შზსუ-ს დელეგაციის ვიზიტი ვიზიტი ჩინეთში

    საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ვიეტნამსა და მონღოლეთში პროფ. დოქტ. დავით აფციაურის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის უნივერსიტეტსა (სბეუ), პეკინი, ჩინეთი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (შზსუ) შორის, თბილისი, საქართველო. სბეუ არის ჩინეთის განათლების სამინისტროზე დაქვემდებარებული მულტიდისციპლინარული წამყვანი უნივერსიტეტი, რომელმაც მოიპოვა ლიდერობა საერთაშორისო ეკონომიკასა და ვაჭრობაში,

  • ტრენინგ კურსები შზსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტარდება ტრენინგ კურსები. ლექტორთა ხმათა უმრავლესობით შეირჩა სამი თემა: „თვით-განვითარება“ (Self-Development), „წყვილში და ჯგუფში მუშაობა“(Organizing Pair and Group Work)  და „ინტერაქტირუი ლექცია“(Interactive Lecture). ტრენინგი ტარდება ინგლისურ ენაზე და მისი ხანგრძლივობაა 1,5 – 2 საათი. ტრენინგ კურსების მიზანია ხელი შეუწყოს შზსუ-ს აკადემიურ  თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ, მსურველს შეუძლია დაესწროს სამივე

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES