- 26/12/2017
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 131
- 0
ILAB-ის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – Front-end web development.ტრენინგს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტი ზურა სიფრაშვილი უძღვებოდა.მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
26-27-28 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო საგნის „ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთორმეტე, ყოველწლიური პროექტი „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“. პირველი კურსის სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, პროფესორი, დოქტორის თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს და განავითარეს საკუთარი ბიზნეს იდეები და წარუდგინეს ჟიურის, რომლის წევრებიც იყვნენ ბიზნეს კლუბის
23 დეკემბერს,კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით, ინფორმატიკის ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ შეხვდა. მონაწილეებს სერთიფიკატები, გამარჯვებულებს კი დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ოლიმპიადის მთავარი ორგანიზატორი, ამავე ფაკულტეტის პროფესორი გიორგი მანდარია გახლავთ.