შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია ესტონეთის გაცვლითი პროგრამის შესახებ , რომელიც მათ საშუალებას აძლევს , 2 კვირის განმავლობაში ტარტუსა და ტალინის უნივერსიტეტში, დაესწრონ ლექციებს პროფესორებთან ერთად და გახდნენ საინტერესო თემების განხილვის მონაწილეები. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს გრანტს ესტონეთის მთავრობისგან, რომლის მფლობელმა ქართველმა სტუდენტებმა გააცნეს დეტალური ინფორმაცია პროექტისა და მათი გამოცდილების შესახებ. ვინაიდან მათ საშუალება
20 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრს (ICPI) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უკვე ხორციელდება და სამომავლოდაც იგეგმება საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტების ჩართვა ცენტრის საქმიანობაში როგორც სტაჟირების პროგრამის, ასევე სხვა პროექტებში მონაწილეობის სახით.
22 დეკემბერს პროფესიული პრაქტიკის გავლის შესახებ ანგარიშები წარადგინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა. ტელეკომპანია „იმედში“ პროფესიული სტაჟირება გაიარა ლიკა ქსოვრელმა, ტელეკომპანია „მაესტროში“ კი – თინათინ გოგიშვილმა და გვანცა ნადიბაიძემ. პროფესიული პრაქტიკის განმავლობაში მომზადებული სიუჟეტების თემატიკა მრავალფეროვანი იყო – ადგილობრივი არჩევნები, საქართველოს ახალი კონსტიტუცია, ახალი ბიზნესის ინიციატორიების ისტორიები, ცნობილი ქართველი მწერლის
23 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია გამართა რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორმა რიჩარდ გირაგოსიანმა თემაზე „მეხსიერების ფორმირების პროცესი კავკასიის რეგიონში: ევროპეიზაციის ნარატივი“. შეხვედრა გაიმართა საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ სალექციო კურსის ფარგლებში. რიჩარდ გირაგოსიანმა ისაუბრა მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებების შესახებ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პროექტი ხორციელდება შავი
ILAB-ის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – Front-end web development.ტრენინგს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტი ზურა სიფრაშვილი უძღვებოდა.მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
20 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ინიციატივით, დაიწყო ორ დღიანი პროექტი „public speaking about economics”, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები. პროექტის პირველ დღეს, კლუბის წევრებმა მონაწილეებს ჩაუტარეს ლექცია და ტრენინგი ეკონომიკასა და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკებზე. მონაწილეებს სიტყვის დასაწერად 2 დღე ექნებათ, 23 დეკემბერს კი ჩატარდება უშუალოდ სიტყვით გამოსვლა,