- 14/12/2017
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 139
- 0
Sorry, this entry is only available in Eng.
ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით 12 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა დოქტორანტურის სტუდენტებთან, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტების მიღწევები და ჩატარებული კვლევების შედეგები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა უნივერსიტეტში ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებები და გამოცდილება.
12 დეკემბერს დევიდ ლი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებს. მან სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა კომუნიკაციისა და ლიდერეობის მნიშვნელობაზე ბიზნესში. ის საქართველოში 2004 წლის თებერვალში ჩამოვიდა და 2016 წლამდე იყო მაგთიკომის, ქვეყანაში ყველაზე დიდი ტელეკომუნიკაციების კომპანიის, აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო 2008-დან 2016 წლამდე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი. ამჟამად ის არის ევროპული
ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით 11 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გაცვლით პროგრამაში მონაწილე პერსონალის მიღწევები, ჩატარებული კვლევები და ასევე სალექციო კურსზე, რომელსაც ისინი ესწრებოდნენ, მიღებული გამოცდილება. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა უნივერსიტეტში ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებები და გამოცდილება.