- 16/01/2018
- By Guja
- In IBSU გაზეთი
ibsu-gazeti-7შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების განაცხადებს ფაკულტეტები მიიღებენ 9-12 იანვარს. განცხადების დასაწერად გთხოვთ მიმართოთ იმ ფაკულტეტს, რომელზე გადასვლაც გსურთ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა – ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკატერინე ბაკარაძემ და ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა – ნანა გამახარიამ შემოდგომის სემესტრის დასასრულს მორიგი შეხვედრა გამართეს სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსელებთან. შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ და კითხვები დაესვათ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. თავის მხრივ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა კი მათ გააცნეს ის შესაძლებლობები, რომლებიც
30 დეკემბერს დასრულდა სალექციო კურსი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. დეკემბრის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს ცხრა ლექცია, რომლებსაც უძღვებოდნენ ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებმაც მიმოიხილეს საკითხის სხვადასხვა განზომილებები და მიდგომები. სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: “ნაციონალიზმის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოსტსაბჭოთა პერიოდში: მეხსიერების პოლიტიკის როლი”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია ესტონეთის გაცვლითი პროგრამის შესახებ , რომელიც მათ საშუალებას აძლევს , 2 კვირის განმავლობაში ტარტუსა და ტალინის უნივერსიტეტში, დაესწრონ ლექციებს პროფესორებთან ერთად და გახდნენ საინტერესო თემების განხილვის მონაწილეები. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს გრანტს ესტონეთის მთავრობისგან, რომლის მფლობელმა ქართველმა სტუდენტებმა გააცნეს დეტალური ინფორმაცია პროექტისა და მათი გამოცდილების შესახებ. ვინაიდან მათ საშუალება