სამშაბათს, 14 ნოემბერს 2.30 საათზე იბსუ-ს მცირე საკონფერენციო დარბაზში ა101 გაიმართება საქართველოს განათლებისადა მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ჭელიძის საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია.“ შეხვედრა დააინტერესებთ როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სწავლის მსურველებს, ასევესაზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს დასაუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილმა ცენტრმა 2014-2017 წლებში უკვე 482 სასწავლო სტიპენდია გასცა. იხ:https://www.iec.gov.ge/
8 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერი.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე:”სსრკ-ს რევოლუციის 100 წლის თავი”
8 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისიტკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა ამავე პროგრამის მეორეკურსელებს. შეხვედრაზე კოორდინატორმა სტუდენტებისგან მოისმინა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი შეხედულებების შესახებ, რაც მომავალში აუცილებლად გათვალიწინებული იქნება პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ინფორმაციის გაცვლასა და პროგრამის დახვეწას.
3 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”მკვლევარი გიორგი ჩხიკვაძე.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: “კერძო საკუთრების მნიშვნელობა ილიას მიხედვით.
Sorry, this entry is only available in Eng.