- 11/12/2017
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 216
- 0
ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით 11 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გაცვლით პროგრამაში მონაწილე პერსონალის მიღწევები, ჩატარებული კვლევები და ასევე სალექციო კურსზე, რომელსაც ისინი ესწრებოდნენ, მიღებული გამოცდილება. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა უნივერსიტეტში ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებები და გამოცდილება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტები მონაცემთა სპეციალისტს, ვინჩენცო ლაგანის შეხვდნენ. ვინჩენცო ლაგანი იტალიელი მეცნიერია,რომელიც სტატისტიკური მეთოდების განვითარებაზე, პროგრამული ინსტრუმენტების ანალიზსა და მაღალ განზომილებიან მონაცემთა ინტეგრაციაზე მუშაობს. ლექციაზე მან ისაუბრა მონაცემთა ანალიზის მეთოდებზე და მათ აპლიკაციებზე, ასევე, სხვადასხვა პროგრამებზე, რომლებიც მონაცემთა სტატისტიკის ანალიზისთვის და ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენება.
8 დეკმბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მეორე კურსის სტუდენტებმა ნიკოლოზ ნარუშვილმა და ნიკოლოზ სვანიძემ ინფორმატიკის ოლიმპიადაში სამხრეთ კავკასიის მასშტაბით 1ადგილი დაიკავეს. რექტორმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.