8 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერი.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე:”სსრკ-ს რევოლუციის 100 წლის თავი”
8 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისიტკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა ამავე პროგრამის მეორეკურსელებს. შეხვედრაზე კოორდინატორმა სტუდენტებისგან მოისმინა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი შეხედულებების შესახებ, რაც მომავალში აუცილებლად გათვალიწინებული იქნება პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ინფორმაციის გაცვლასა და პროგრამის დახვეწას.
3 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”მკვლევარი გიორგი ჩხიკვაძე.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: “კერძო საკუთრების მნიშვნელობა ილიას მიხედვით.
Sorry, this entry is only available in Eng.
მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების აღდგენითი შუალედური გამოცდა ჩატარდება 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით.
სამშაბათს, 7 ნოემბერს, 12:00 საათზე უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” გამართავს შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე საუბარი იქნება არსებულ ვაკანსიებზე, რომელსაც “კარფური” სთავაზობს სტუდენტებს. შეხვედრა გაიმართება საკონფერენციო დარბაზში.