ქართული კომპიუტერული ინოვაციებისა და კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება 16 და 17 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “პრეფერენსში.” სარეგისრაციო ფრომა A მონაწილეებისთვის, სპიკერებისა და გამოფენისთვის : https://form.jotform.me/72785286241463 სარეგისტრაციო ფორმა B IT-ის პროექტების კონკურსისთვის : https://form.jotform.me/72785860641465
25 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი:კონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მესამე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”მკვლევარი გიორგი ჩიქოვანი.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: კერძო საკუთრება და ეკონომიკური განვითარება”
2017 წლის, 24 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა ნიდერლანდური დელეგაცია კომპანიიებიდან ‘fronteer’ და “orangina”, ეკონომიკის მიმართულებების სტუდენტებმა წარადგინეს მარკეტინგული პროექტის შედეგები . პროექტმა მიიღო მაღალი შეფასებები და მონაწილეებმა-სერტიფიკატები.
25 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ივანნა მაჩიტიძემ საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიმდინარე სასწავლო პროცესის გარდა საუბარი შეეხო სამაგისტრო ნაშრომის მომზადების შესახებ ზოგად წესებს. სტუდენტემბა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა პროცედურები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ წარმატებით დაიცვან მაგისტრის ხარისხი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანამშრომელი ქეთევან ჩახავა კვალიფიკაციის ამაღლების და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით 2 თვით იმყოფება ევროპარლამენტში, ბრიუსელში, ბელგიაში. ის მუშაობს ევროპის სახალხო პარტიის – EPP-ის ჯგუფში და ასევე საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
18 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის” მეორე ლექცია გაიმართა. დღევანდელი მომხსენებელი იყო “ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: საქართველოს შედეგები კვლევაში „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში-2017“.