13 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის” პირველი ლექცია გაიმართა. პროექტის პირველი მომხსენებელი იყო ანალიტიკოსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როს მარჩანდი. მომხსენებელმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე მარეგულირებელ რეფორმასთან დაკავშირებით. ასევე, გაკეთდება შედარება საქართველოსთან. თუ რა შეუძლიათ საქართველოსა და აშშ-ს
20 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ორგანიზებითა და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელშეწყობით, ჩატარდა საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე “ძირითადი აქტივების ლიკვიდობა და მასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები”. ლექციას გაუძღვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვანო ჩხაიძე. დისკუსიისას დაისვა მრავალი პრობლემა და გადაჭრის გზები.
13 ოქტომბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებიც გადიან ჟურნალის წარმოების კურსს, სტუმრად იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში. სტუდენტები ადგილობრივ ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ და საბჭოს დანიშნულებაზე და როლზე ისაუბრეს. მორიგი შეხვედრა პანკისის ხეობის მოსწავლეებთან გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ახალგაზრდების სამომავლო გეგმებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას, რა გამოწვევებისა და პრობლემების გამკლავება უწევთ მოსწავლეებს. აღნიშნული
15 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები საგან „სოციალური საკითხების გაშუქების“ პედაგოგის ოლიკო ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით დაბა სტეფანწმინდაში ჟურნალისტურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ. სტუდენტებმა მოინახულეს ჟინვალჰესი, სადაც გაეცნენ ჟინვალჰესის აშენების ისტორიას, მიიღეს ინფორმაცია ზოგადად რა შედეგებს იძლევა ჰესების მშენებლობა, რა გავლენას ახდენს ეკოლოგიასა და გარემოზე, კლიმატურ ცვლილებებზე. ექსპედიციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს დათვის ჯვრის
2017 წლის 6-16 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდა ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი, რიჩარდ ბეილსი. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ილიას ჩილოღლუს და სამართლის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ეკატერინე ბაკარაძეს შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში, მათ უნივერსიტეტის სტრუქტურის, სწავლების სპეციფიკასა, მასში არსებული ფაკულტეტებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრეს. 12 ოქტომბერს ღონისძიება, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული
შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას გაცვლითი პროგრამებისთვის პარტნიორ უნივერსიტეტებში. განცხადება შეუძლიათ მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე(რაც სავალდებულოა დასტურდებოდეს ენის სერტიფიკატით). უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ აქტივობებში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ფაკულტეტს, ადმინისტრაციული კორპუსის (A)504-ე აუდიტორიაში.