შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ეკონომისთა კლუბის და „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ინიციატივით, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და შავი ზღის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: “რატომ არის ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვანი განვითარებისთვის”. დისკუსიას გაუძღვნენ დოქტორი რობერტ ლოუსონი – ო’ნილის სახელობის გლობალური ბაზრისა და თავისუფლების სკოლის დირექტორი სამხრეთ დასავლეთის მეთოდისტური უნივერსიტეტის
2017 წლის 16 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გამართეს საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებისთვის. პირველკურსელებმა მოისმინეს ფაკულტეტზე არსებული შესაძლებლობებისა და მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს წარუდგინეს სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი წესები, ვალდებულებები და უფლებები, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო პროცედურები, სასწავლო პროცესში საჭირო ელექტრონული რესურსებით
[table id=101 /]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ვიმედოვნებთ, რომ ეს აკადემიური წელი იქნება თქვენთვის სიახლეებით აღსავსე და ამასთანავე ნაყოფიერიც. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფაკულტეტი თქვენთან გამართავს საორიენტაციო შეხვედრას სამშაბათს, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, B კორპუსის საკონფერენციო დარბაზში და გაგაცნობთ ძირითად ინფორმაციას, რომელიც სასწავლო პროცესში აუცილებელია.
8 სექტემბერს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა გამართა საორიენტაციო შეხვედრა პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს კიდევ ერთხელ წარუდგინეს პროგრამის სტრუქტურა, შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო წესები და რეგულაციები, ინფორმაციის ეფექტურად მიღების საშუალებები და პროგრამის გარშემო არსებული ცვლილებები. ელენე ბენდელიანმა სტუდენტებს გააცნო 2016-2017 წელს პროგრამის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ
19 სექტემბერს 12:00 საათზე A101 აუდიტორიაში გაიმართება რობერტ ლოუსონისა და ბენჯამინ პაუელის საჯარო ლექცია თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება”. დასწრება თავისუფალია!