- 25/08/2017
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 149
- 0
მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების საყურადღებოდ! რეგისტრაცია 2017-2018 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყება 25 აგვისტოს და გრძელდება 1 სექტემბრის ჩათვლით. დასვენების დღეებში (მარიამობის ჩათვლით) რეგისტრაცია არ იწარმოებს. რეგისტრაციის პროცედურა: სტუდენტი სტუდენტის ბაზიდან ირჩევს სასურველ საგნებს; ფაკულტეტის ადმინისტრაციის განსაკუთრებული თხოვნა: აირჩიეთ მინიმუმ ერთი საგანი თქვენი საკუთარი ბაზიდან უნივერსიტეტში მოსვლამდე, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ასისტენტების დროს რათა
დასრულდა პროექტი „სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა 2017“. საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ციკლი სკოლის მოსწავლეებისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საინტერესო პლატფორმის შექმნას მოსწავლეებისთვის საკუთარი ინტერესების განსასაზღვრად და შედეგად, მომავალი პროფესიის ასარჩევად. პირველი დღე ჟურნალისტიკის სპეციალობას მიეძღვნა. მონაწილეებმა მოისმინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის, ქ-ნი მარინა ვაშაყმაძის საჯარო ლექცია თემაზე „პროფესია-ჟურნალისტი“. დიალოგის რეჟიმში მოსწავლეები აქტიურად
2017 წლის 1 ივნისს გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „გლობალური მმართველობა” (Global Governance). სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის ფარგლებში ჩატარებული ეს შემაჯამებელი ღონისძიება მოიცავდა საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობისა და ჟურნალისტიკის სპეციალობების სტუდენტების გამოსვლებს. კონფერენცია მისალმებითი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ილიას ჩილოღლუმ. მან დამსწრეებს მადლობა გადაუხადა სასწავლო პროცესში გაწეული შრომისათვის, წარმატებები უსურვა სტუდენტებს და გადასცა მათ სერტიფიკატები კონფერენციაში მონაწილეობისთვის. კონფერენციაზე შესავალი
30 მაისს გაიმართა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართველობის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პრაქტიკის ანგარიშის დაცვა. დაცვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სტუდენტების მიერ უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინსტიტუტებში შესრულებული სამუშაო და შედეგები, რომლებსაც სტუდენტებმა პრაქტიკის გავლის შედეგად მიაღწიეს.
31 მაისს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა მეორე კურსის სტუდენტებს და განიხილა ხარისხის სამსახურის მიერ პროგრამის სრულყოფისათვის გაწეული რეკომენდაციები. შეხვედრაზე სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებაც, რომლებიც ხარისხის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად იქნა გატარებული.
პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით 24 მაისს ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის მონაცემების ანალიზის ონლაინ პლატფორმის – ODA-ს გამოყენების შესახებ. სემინარს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი რატი შუბლაძე გაუძღვა. ODA არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ შემუშავებული ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს მონაცემების ანალიზს მათთვისაც კი, ვინც სიღრმისეულად არ იცის სტატისტიკა და შესაბამისი პროგრამები. აღნიშნული
Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor