31 მაისს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა მეორე კურსის სტუდენტებს და განიხილა ხარისხის სამსახურის მიერ პროგრამის სრულყოფისათვის გაწეული რეკომენდაციები. შეხვედრაზე სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებაც, რომლებიც ხარისხის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად იქნა გატარებული.
პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით 24 მაისს ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის მონაცემების ანალიზის ონლაინ პლატფორმის – ODA-ს გამოყენების შესახებ. სემინარს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი რატი შუბლაძე გაუძღვა. ODA არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ შემუშავებული ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს მონაცემების ანალიზს მათთვისაც კი, ვინც სიღრმისეულად არ იცის სტატისტიკა და შესაბამისი პროგრამები. აღნიშნული
24 მაისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს სატყეო დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობას ეკოლოგიური სისტემისთვის, სხვადასხვა რეგულაციებსა და შეთანხმებებს საქართველოს აღმასრულებელი სექტორის მიერ ტყის მართვასთან დაკავშირებით. საპატიო სტუმარმა სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროს ლაშა ძაძამიასთან ერთად წარმოადგინა მონაცემები,
მოგესალმებით, ძვირფასო სტუდენტებო! გილოცავთ, ახალი 2017-2018 აკადემიური სასწავლო წლის დაწყებას. 2017-2018 აკადემიურ სასწავლო წელს გისურვებთ ბევრ საინტერესო გამოწვევას, წარმატებებს და თქვენი პროფესიული განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან ნაბიჯებს. შეგახსენებთ, რომ მე-2, მე-3 და მე-4 კურსელთა რეგისტრაცია იწყება ა.წ. 25 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით. აუცილებელია, რეგისტრაციაზე გამოცხადდეთ 10:00 სთ-იდან 16:00 სთ-ის ჩათვლის, სამართლის ფაკულტეტზე (504-ე ოთახში). როგორც იცით,
ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ბრაგანცა, პორტუგალია ეკონომიკა, 2016-2017 აკადემიური წელი
ვისტულას უნივერსიტეტი, ვარშავა, პოლონეთი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, 2016-2017 აკადემიური წელი