- 135
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობს საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორი, სკულპტურათა გამორჩეული მკვლევარი ანდრეას სიტორენგო. უნივერსიტეტის მხრიდან პირველ დღეს სტუმარს უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ. მიმდინარე კვირაში პროფესორი ანდრეას სიტორენგო სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის ატარებს ტრენინგებსა და ვორქშოპებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის “სტუდენტური ცხოვრების ფორუმი” გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი სტუდენტური კლუბი და გაერთიანება. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, გაწევრიანებულიყვნენ სასურველ კლუბში. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო საუნივერსიტეტო სერვისები, რომლებიც სტუდენტურ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. ‘სტუდენტური ცხოვრების ფორუმი’ დაიხურა IBSU-ს მუსიკალური ბენდის კონცერტით.
Erasmus+ ვირტუალური გაცვლითი პროგრამა VIRTUALLYEDU-ს პირველი გაცვლით ტურში, IBSU-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების 31 სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა და აემაღლებინათ ცნობიერება სხვადასხვა მოდულებზე, როგორებიცაა მულტი წიგნიერება და მულტიმოდალობა, კიბერუსაფრთხოება, სიძულვილის ენა ციფრულ გარემოში და ა.შ. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან დაახლოებით 2,500-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჩართვა კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული წიგნიერების აქტივობებში. პროგრამის თითოეული მონაწილე
სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ახალი კაფეტერია გაიხსნა, რომელსაც აგროჰაბი მოემსახურება. ახალი კაფეტერია, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს სთავაზობს, IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა და აგროჰაბის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა გახსნეს. IBSU-ს სტუდენტებს საშუალება ექნებათ თავისუფალი დრო კაფეტერიის მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გაატარონ. ახალი კაფეტერიის სივრცით დაგეგმვაზე იმუშავეს IBSU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: მარიამ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [NFR – 22 – 272] ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“, რომელიც მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის მთავარი თემა იყო იმპერიების გავლენების და შედეგების განხილვა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის კონტექსტში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასე უცხოელმა მკვლევრებმა,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. სკოლების დეკანებმა, დეკანების მოადგილეებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებისთვის პრეზენტაციები ჩაატარეს და დეტალურად გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. პირველკურსელები გაეცნენ შეფასების სისტემას, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესებს.