- 28/07/2017
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 159
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა – უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ეკატერინე ბაკარაძემ და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ვახტანგ ჟვანიამ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა სიტყვით გამოსვლის კონკურსი “Do You Still Think You Can Speak?”, რომელშიც მონაწილეობდნენ სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები. კონკურსი გაიმართა “ინგლისური ენა – სპეციალური მიზნებისთვის” კურსის ფარგლებში და სტუდენტებმა წარადგინეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მათ მიერ მომზადებული მიმართვები. ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი და გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულებიც.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ სტუდენტა სარეიტინგო სისტემის პროგრამაში. სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა (შემდგომში „სარეიტინგო სისტემა“) არის პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას კლასგარეშე აქტივობების მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სარეიტინგო სისტემის ძირითადი მიზანია სტუდენტთა რეიტინგის განსაზღვრა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და მათთვის მინიჭებული კონკრეტული ქულების საშუალებით ხდება. ყველაზე